,,თვითნასწავლი ჯადოქარი'' - ფრანგული გამოცემა ფიროსმანის შესახებ წერს

14:35 04-12-2019
1079

,,ქართველი ჯადოქარი'' - ასე უწოდებს ფრანგული გამოცემა "Le Figaro" ნიკო ფიროსმანს და მის შესახებ ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს. 

ავტორი არლში, ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენაზე წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.

ფიროსმანი-ის სურათის შედეგი

,,მოხეტიალე, უიღბლოდ კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ვკითხულობთ სტატიაში.

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა პირველ მარტს გაიხსნა. ექსპოზიციაზე 29 ტილოა წარმოდგენილი. 

ფიროსმანი და ვან გოგი-ის სურათის შედეგი
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთში ნიკო ფიროსმანის და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ექსპოზიციის ხილვას დამთვალიერებელი პირველი ივნისის ჩათვლით შეძლებს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი