Exclusive ახალი ცეკვა, რომელიც უნებართვოდ გავრცელდა, ილიკომ თეა დარჩიას აჩუქა (ვიდეო)

14:13 04-12-2019
25473

სულ ახლახან ილიკო სუხიშვილის ახალი ცეკვის ვიდეო გავრცელდა და დიდი მოწონებაც უკვე მოჰყვა. ვიდეოში თეა დარჩია თავისი ქორეოგრაფიული სტუდიის მოსწავლეებთან, 12-14 წლის გოგონებთან ერთად ცეკვავს. ეს ულამაზესი ტექნიკის და მოძრაობების ცეკვა თეასთვის და მისი სტუდია „თედასთვის“ ილიკო სუხიშვილს უჩუქებია. „მუსიკაც ილიკოსია. ვიდეო ჩემი ცეკვის სახელოსნოს მოწავლეებს გადაუღიათ და ჩემი ნებართვის გარეშე გაუვრცელებიათ“ – „პრაიმტაიმს“ უყვება თეა. 

დარჩია ცეკვას ახლა ამუშავებს და მას მალე თავის პედაგოგს, ილიკოს აჩვენებს.  

თეა დარჩია: - ჯერ მოძრაობას ვსწავლობთ, ვაშლიფოვკებთ, ვამუღამებთ, ტანზე ვირგებთ, ამ პროცესში ვართ. ცეკვა, ქორეოგრაფიული ნახაზი ჯერ მზად არ არის. სანამ მოძრაობას არ გაითავისებ, მანამდე ნახაზის მოქარგვაზე ლაპარაკი, უბრალოდ, ზედმეტია. ისე, ექსელერატი, მაგარი გოგოები გავზარდე. 

- მზად როდის იქნება ცეკვა?

- ილიკო უკრაინაში იყო, ჩამოვიდა და ვაჩვენებ. დავალებული მქონდა, დამუშავებული მოძრაობები დამეხვედრებინა. მე კი დავამუშავე, მაგრამ ჩემებურად დავამუშავე. ჯერ ილიკომ უნდა ჩაიბაროს და თუ რამე არ მოეწონება, გაასწორებს, დავამუშავებთ და მერე უკვე მოიქარგება ცეკვა. 

- ცეკვის სახელი?

- არ ვიცი, ველოდები ილიკოს სახელწოდებით და ყველაფრით. ამ ცეკვას ნახავთ მაისში ჩემი სტუდიის გალა გახსნაზე - „ოფენ ეარზე.“ 

 

ავტორი: თამარ გონგაძე