არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს პასუხობს

19:07 04-11-2019
20

“ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ” - ეს არის ბატონი რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა. 

,, 1. მისი მოთხოვნა ფრაქციებთან დაკავშირებით, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო, ბიუჯეტს 240 000 ლარით მეტი დაუჯდებოდა წელიწადში; 2. 2 წლის შემდეგ გაუჩნდა “კითხვები” პარლამენტის ბიუჯეტზე; 3. სამივლინებო ხარჯებზე რომ საუბრობს, პარლამენტს ყოველწლიურად სწორედ ოპოზიციის მივლინებები უჯდება 400 000 ლარამდე. ამ ხარჯების არამიზნობრიობას გულისხმობს?! 4. პარლამენტი მუდმივად გადის აუდიტის შემოწმებას. აუდიტის სამსახურის სრული დასკვნა ბოლოს 2018 წელს მომზადდა; 5. ხმა არ ამოუღია, ასობით მილიონი როცა დაიხარჯა პარლამენტის მეორე შენობის ასაშენებლად, მაშინ როდესაც თბილისში, პარლამენტს ჰქონდა თავისი შენობა; 6. ხმა არ ამოუღია, როცა პარლამენტის თბილისის სასახლე შიგნიდან დაშალეს და განადგურდა და არც დაინტერესებულა, რამდენი ზარალი მიიღო ამით სახელმწიფომ. და კიდევ, თამარ ჩუგოშვილს რომ არამიზნობრივ ხარჯვაზე იწვევ კამათში, თავიდანვე წაგებული ხარ.- განმარტა თალაკვაძემ.

 ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ დღეს  განაცხადა, რომ პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, საჭიროა აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სახსრების არარაციონალურად და საეჭვოდ ხარჯვის ფაქტები შეისწავლოს.