კვიციანი - თუ მოსამართლეებს მომავლით ავირჩევთ, მაშინ ლელა კაკულიას ტესტირება უნდა გაიარონ

15:53 04-11-2019
886

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის დროს წარსულის ცოდნა აუცილებელია. 

,,მოდი ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ამ უსამართლობას, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. მოსამართლეებმა ფილტრი უნდა გაიარონ, იმას რაც ეკა ბესელია გვთავაზობს. ჩვენ მათი წარსული უნდა ვიცოდეთ და ისე ავირჩიოთ, თუ მომავლით - მაშინ ლელა კაკულიას ტესტირება გაიარონ'' - აცხადებს კვიციანი. 

შეგახსენებთ, ბესელიას მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები ჩავარდა.​ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 3-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 5 წავიდა.

კანონპროექტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტით ღია კონკურსი უნდა ჩატარდეს.