ჯულიან ასანჟი ლონდონში დააკავეს

13:48 04-11-2019
104

WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ეკვადორმა დიპლომატიური თავშესაფარი მოუხსნა. ამის შესახებ ბრიტანული პოლიცია აცხადებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ასანჟი ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ დააკავა.

ასანჟი საელჩოს 7 წლის განმავლობაში აფარებდა თავს, რადგან შვედეთში ექსტრადირება ემუქრებოდა. Wikileaks-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თუმცა გამოძიება შეწყდა.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, ჯულიან ასანჟი დაკავებულია და ვესტმინსტერის მაგისტრატების სასამართლოში დაუყოვნებლივ  წარსდგება.

სამართალდამცველების თქმით, ასანჟი სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ეკვადორის პრეზიდენტი ლენინ მორენო კი აცხადებს, რომ ასანჟს თავშესაფარზე უარი მას შემდეგ განუცხადა, რაც მან საერთაშიროსო კონვენციები არაერთხელ დაარღვია.

ასანჟის დაკავების ფაქტს ადასტურებს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი: ჯულიან ასანჟი დაკავებულია და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. მადლობას ვუხდი ეკვადორს თანამშრომლობისთვის და მეტროპოლიტენის პოლიციას პროფესიონალიზმისთვის. კანონზე მაღლა არავინ დგას.

 ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს დატოვებაზე უარს აცხადებდარადგან მისი თქმითსაბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრარიდება ემუქრებოდასადაც მას Wikileaks-ის საქმიანობის გამო დაკითხავდნენ

ჯულიან ასანჟი ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით გახდა ცნობილი და აშშ-ის ბიუროკრატიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.