რა ჯდება თბილისში ავტომობილზე ფირის გადაკვრა და რა დაუჯდება მერიას ტაქსებზე ახალი გადაწყვეტილება

13:45 04-11-2019
110

ავტომობილებზე ფირის გადაკვრის მსურველი ტაქსის მძღლებისთვის ვაუჩრის ღირებულება არ შეცვლილა და ის კვლავ 700 ლარს შეადგენს - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კომპანია ალმას იურიდიული სამსახურის უფროსმა ლადო ლომსაძემ განუცხადა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერია ტაქსის მძღოლებს დამატებითი სერვისი შესთავაზებს და იმ შემთხვევაში თუ არ სურთ ავტომობილის თეთრად გადაღებვა, შეეძლებათ გადააკრან თეთრი ფერის ფირი კუთვნილ ავტომობილს. თეთრ ფირს სარეკლამო კომპანია “ალმა“ გადააკრავს, რომელთანაც მერიამ გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

„პრაიმტაიმს“ კომპანია „ალმაში“ განუცხადეს, რომ ვაუჩერის ოდენობა არ შეცვლილა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ვერ ჩაეტევა აღნიშნული ვაუჩერის ფინანსებში, მაშინ მას თანხის დამატება პირადად მოუწევს.

ვაუჩერის ღირებულება რჩება იგივე, ანუ 700 ლრი აუნაზღაურდება მომსახურების გამწევს. შესაბამისად თუ 700 ლარის ფარგლებში მიიღებს მომსახურებას, მაშინ სრულად ანაზღაურდება. თუმცა ტაქსის მძღოლს შეუძლია უფრო მაღალი ფასის მომსახურება მიიღოს, ჩვენგან მხოლოდ 700 ლარი ანაზღაურდება და თავად მოწუევს დამატებით თანხის დამატება.

მას შემდეგ რაც ჩვენგან გაიცემა ვაუჩერი და  მძღოლი მოიძიებს კომპანიას, ის მიღებს მომსახურებას, გადაღებავს ან ფირს დააკრავს ავტომობილს. ამის შემდეგ მძღოლი მიიღებს მიღება ჩაბარების აქტს, მოდის ჩვენთან და მიიღებს დაფინანსებას.

ვაუჩერის ოდენობა არ შეცვლილა, უბრალოდ მოხდა დამატებითი ფუნქციის შეთავაზება“- განაცხადა კომპანია „ალმას“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ლადო ლომსაძემ.

რა ფასებია ბაზარზე ფირის გადაკვრის მსურველთათვის, კომპანია „ალმაში“ აცხადებენ, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ჯდება ავტომობილზე ფირის გადაკვრა და მოძიებული 5 კომპანიიდან აღმოჩნდა, რომ მათთან სერვისის მიღება 800 ლარიდან იწყება და თანხის მატება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის ფირის ხარისხზე.