Exclusive რა კავშირშია საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში გარდაცვლილ გოგოსთან

11:06 04-11-2019
8518

პრაიმტაიმის“ ინფორმაცით, ამერიკაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ბარბარე დავრიშაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათესავია, როგორც ირკვევა პრეზიდენტს ბარბარეს ძმა ჰყავს მონათლული.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის მის პირად გვერდზე ბარბარესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სამძიმარს გამოთქვამს.

რა სისასტიკეს იჩენს ხოლმე ცხოვრება, რა უკუღმართია ხოლმე ბედი, ან რატომ უნდა ასე უდროოდ ბარბარას ღიმილი გაქრეს!- წერს ზურაბიშვილი 

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ბარბარე ძილში გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი გოგონა წმინდა ნინოს სახელობის მოძღვრის მამა არჩილ დავრიშაშვილის შვილია და ასევე პროფესორ ნოდარ ასათიანის შვილიშვილი.