დიეგო მარადონამ პელეს გამოჯამრთელება უსურვა

21:04 04-10-2019

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ პელეს გამოჯანმრთელება უსურვა.

საკუთარ ინსტაგრამზე არგენტინელმა პელესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:

დღეს ეს ფოტო 40 წლისაა. ის გადაღებულია რიო-დე-ჟანეიროში, ჩვენი პირველი შეხვედრის დროს. რა ახალგაზრდები ვიყავით... გისურვებ გაძლიერებას და მალე გამოჯანმრთელებას, მეფეო პელე! - წერს მარადონა.