წყალდიდობამ ქუჩები მდინარეებად აქცია - რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

11:00 04-10-2019
35

ხანგრძლივ წვიმას რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი. დაკარგულია ათობით მოქალაქე, მოსახლეობის ნაწილი კი დაუყოვნებლივ შველას საჭიროებს.

წყალდიდობის დროს, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ქუჩები. დაინგრა შენობები და საავტომობილო გზები, დაიმტვრა ასობით მანქანა.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას 5000 მაშველი იღებს, მათ შორის არიან მყვინთავებიც.

width=976

სტიქიის გამო რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

width=976

width=976

ავტორი: მარიამ გიგანი