თანაგრძნობის გარდა არაფერი მიჩნდება - ხუხაშვილი ივანიშვილს პასუხობს

10:58 04-10-2019
48

ქართული ოცნების თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. ის ივანიშვილის ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და მის ინტერვიუს პოლიტიკური მოხუცებულობის დამდასტურებლად მიიჩნევს.

„არ ვიცი სად ამოიკითხ, ან ვინ ჩასჩურჩულა ყურში ის, რომ მე სააკაშვილს ხოტბას ვასხამ. საერთოდ აღარ არის საინტერესო, რასაც ივანიშვილი საუბრობს. მისი ინტერვიუ ფოტოგრაფის ნეგატივს გავდა, რომელსაც ფოტოგრაფი აღარ ამჟღავნებს, შესაბამისად შავის და თეთრის გარჩევა რეალურად შეუძლებელია. რა გითხრათ, ამ ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გარდა არაფერი მიჩნდება. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ღრმა პოლიტიკური მოხუცებულობის სიმპტომებით სავსე. დიდი ბოდიში, მიშას თვითონ რომ აფინანსებდა მაშინ სააკაშვილი ჩემ თავზე ფეხით დადიოდა,“- აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბარში გია ხუხაშვილი.

ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა გია ხუხაშვილს მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარობაში დაადანაშაულა. 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი