ბიძინა ივანიშვილს "თიბისი" ბანკის საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს

23:52 04-09-2019
29

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. რაც შეეხება ორკესტრირებულ შეტევას, მან მაგალითად ქართუ ბანკის საქმე მოიყვანა. 

ივანიშვილის განმარტებით თიბისი ბანკმა ჯარიმა გადაიხადა და უკვე შეკითხვები არ არის.

„გაიხსენოს საზოგადოებამ, რას ნიშნავს ორკესტრირებული შეტევა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე მათ უტევს ხელისუფლება“, - თქვა ივანიშვილმა გადაცემაში „პირისპირ“.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა, რაც პარლამენტში გამოსვლის დროსაც დაამტკიცა.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის.