სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ დატოვა

12:38 04-09-2019
530

საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილის მემორიალთან თანმხლებ პირებთან ერთად ზუსტად 12 საათზე მივიდა. ის დაესწრო პარაკლისს რომელიც საქართველოს პატრიარქმა აღავლინა და რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ, ღიმილით დატოვა.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.