საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი აღავლინა

12:29 04-09-2019
18

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე მივიდა.

ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.

შეგახსენებთ, დღეს 2019 წლის 9 აპრილს 30 წელი გავიდა, რაც მშვიდობიანი ანტისაბჭოთა მიტინგი რუსმა სამხედროებმა სასტიკად დაარბიეს.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანი შეეწირა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა და მოიწამლა.