შესაძლოა მაჭახელის ხეობაში ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდეს

22:54 04-08-2019
25

შესაძლოა მაჭახელას ხეობაში ჰიდროელექტროსადგური, აღარ აშენდეს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის განმარტებით, მოსახლეობის მოთხოვნები და პროტესტი ხელისუფლებისთვის გასათვალისწინებელია, ამიტომ ამ საკითხზე ინვესტორთან და მოსახლეობასთან მოლაპარაკებები იგეგმება.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვსწავლობთ მოსახლეობის პროტესტის მიზეზს. ამავე დროს ვმუშაობთ ინვესტორთან. ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლოა, გულისხმობდეს პროექტის არგანხორციელებას ხეობაში. ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით. მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა 8500 ხელმოწერით მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელშიც ჰესის მშენებლობის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ. ხეობაში რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოეწყო.