ჩინეთში 26-ე სართულიდან 6 წლის გოგონა ჩამოვარდა და გადარჩა (ვიდეო)

20:46 04-08-2019
1007

ჩინეთში 26-ე სართულიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail  წერს.

შემთხვევა 2 აპრილს ქალაქ ჩუნცინში მოხდა. როგორც გამოცემა იუწყება, გოგონა სახლში მარტო იყო. კადრებში ჩანს, როგორ ეშვება ბავშვი სიმაღლიდან, ფარეხის სახურავზე დაცემის შემდეგ კი მოტოციკლების სადგომზე ვარდება. ამის შემდეგ ბავშვი დგება და შემთხვევის ადგილს ტოვებს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, ბავშვს მხოლოდ მარჯვენა ხელის მოტეხილობა აღენიშნებოდა.