უზენაესი საბჭოს წევრების ერთი ნაწილი პრეზიდენტის მიღებას დაესწრება, მეორე ნაწილი კი ბოიკოტს აცხადებს

15:29 04-08-2019
16

ყოფილი უზანაესი საბჭოს წევრების ერთი ნაწილი ხვალ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პრეზიდენტის მიღებას დაესწრება.

"პრაიმტაიმს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ყოფილი უზეანესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ ღონისძიებაზე დასწრების გადაწყვეტილება დაადასტურა.  

სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე მისვლას არ აპირებს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა მეორე ნაწილი, მათ შორის ნემო ბურჭულაძე, რომლის აზრით, მოქმედ პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესების საზიანო პოლიტიკა აქვს.

"თუ გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილის პერსონას, ვერ გეტყვით უნდა მოგვილოცოს თუ უნდა მოგვისამძიმროს", - აღნიშნავს ნემო ბურჭულაძე.