საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

15:11 04-08-2019
14

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  ხელისუფლებისგან დროულ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვენ, რათ ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ლიბიელი სამართალდამცველები ხომალდ დოგან ბეიზე მყოფ პირებს რამდენიმე თვეა სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. მათ შორი არიან საქართველოს მოქალაქეებიც.
ორი ქართველი რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. რაც შეეხება ლიბიაში იანვარში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის დავით რაზმაძის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ. სამინისტროს ცნობით, ქალაქში სადაც ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სიმშვიდეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლიბიაში მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ხაფტარის ჯარმა, რომელიც ეროვნული თანხმობის მთავრობის დამხობას ცდილობს, ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა და დედაქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა.

დღეს ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთში, ქალაქ ტობრუკში პარლამენტია, ტრიპოლიში კი - ეროვნული თანხმობის მთავრობა.

 

ჯონი პატარკაციშვილი