,,დარჩი სახლში" - ახალგაზრდებმა ცარიელი ჩემოდნებით აქცია-პერფორმანსი ქუთაისშიც გამართეს

15:09 04-08-2019
19

,,დარჩი სახლში ამ სახელწოდების აქცია ქუთაისში გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა მერიის წინ ჩემოდნები მიიტანეს და ახალგაზრდებს ქვეყანაში დარჩენასა და არსებული სიტუაციის შეცვლისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ემიგრანტები დაბრუნდნენ ქვეყანაში.

,,თბილისის შემდეგ აქცია ქუთაისში გავმართეთ. ამ აქციით, ქვეყნიდან ადამიანების გადინებას ვეწინააღმდეგებით და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, არ დატოვონ ქვეყანა და ერთად შევცვალოთ არსებული სიტუაცია. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ხელისუფლებამ იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე, რომ ადამიანები არა თუ წავიდნენ ქვეყნიდან, არამედ დაბრუნდნენ. ჩვენ შევუერთდით ემიგრანტების კამპანიას ერთად სახლში და აქცია სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქცია- პერფორმანსები საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ერთად სახლში-საქართველო ორგანიზებით სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე