მარკ ჯეიკობსმა მეგობარ მამაკაცზე მეორედ იქორწინა - პინგვინის ფორმის ბროში და ფირუზისფერი საქორწინო კოსტიუმები

15:09 04-08-2019
859

ამერიკელმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა და ჩარლი დეფრანჩისკომ ქორწილის ცერემონია გამართეს.

ცნობილია, რომ მარკმა გასულ წელს შეყვარებულს ხელი სთხოვა. ცერემონიაზე, წყვილს მეგობრებმა ფლეშმობი მოუწყვეს, რომელიც პრინსის სიმღერის «Kiss» ფონზე გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, მუხლდაჩოქილმა მარკმა შეყვარებულს ცოლობა სთხოვა.  

ქორწილის ცერემონია 6 აპრილს გაიმართა. სადღესასწაულო საღამოზე დიზაინერები, ფირუზისფერ საქორწინო კოსტიუმებში, ჯეიკობი - Chanel-ის ჩანთით პოზირებდნენ. წყვილს, კოსტიუმზე დამაგრებული ჰქონდა პინგვინის ფორმის ბროში, რომელიც მათი ინფორმაციით, ერთგულების გამომხატველი ნიშანია. 

მარკ ჯეიკობსმა ინსტაგრამზე ქორწილის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:

პინგვინი, ცხოვრების ერთგული თანამგზავრია -  მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ერთ მეგობარს და პარტნიორს ირჩევს - წერს მარკი. 

ახალგაზრდა წყვილის საქორწინო ცერემონია, ნიუ-იორკში ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ნაომი კემპბელი, ანა ვინტური, ემილი რატაკოვსკი, კეიტ მოსი, კაია ჰერბერი, ჯასტინ ტერუ, ამბერ ვალეტა, რიტა ოპრა და სხვები.

შეგახსენებთ, რომ  მარკმა 2018 წლის აპრილში ჩარლის დაქორწინება შესთავაზა და ამის შესახებ, თავად ამცნო საზოგადოებას. ჯეიკობსისთვის ეს, მეორე ქორწინებაა - 2009 წელს მარკი ლორენცო მარონეზე დაქორწინდა. 

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე