ქართველი სპორტსმენი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

22:41 04-07-2019
84

ქუთაისელი სპორტსმენი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა, მან ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა.

„ძალოსნობაში ვარჯიში ათი წლის ასაკში დავიწყე, თუმცა იმ დროისთვის ეს არ იყო ჩემთვის იდეალური საქმიანობა. 
ძალოსნობაში მშობლებმა მიმიყვანეს მანამდე წარმოდგენა არ მქონდა შტანგა რა იყო, მხოლოდ მამაჩემის მონაყოლიდან ვიცოდი რაღაც ელემენტარული, რადგან მამაჩემი ახალგაზრდობაში ამ სპორტით იყო დაკავებული“ - აცხადებს შოთა მიშველიძე.

ხვალ ბათუმის სპორტის სასახლის ფიცარნაგზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე