უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დებატები 14 აპრილს დანიშნა

21:52 04-07-2019
123

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი ოპონენტი ვლადიმერ ზელენსკი დებატებზე, კიევის საფეხბურთო მოედანზე 14 აპრილს მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკანალ უკრაინის ეთერში განაცხადა. 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა დებატების ხარჯები საკუთარი ჯიბიდან უნდა გაიღონ, რადგან მოედანზე გამართული დებატები განიხილება, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები ტრადიციული ფორმით, სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, რომ ჩატარებულიყო, არჩევნების კანონის მიხედვით, 19 აპრილს გაიმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ, თავის ოპონენტ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან დებატებში მონაწილეობის გამოწვევა მიიღო და დებატების გამართვა კიევის საფეხბურთო მოედანზე მოითხოვა, რომელიც 70 ათას ადამიანზეა გათვლილი.