დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულ 21 წლის მამაკაცს სხეულის 35 % აქვს დამწვარი

17:57 04-07-2019
16

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობით შოკში იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. აღენიშნება სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება. დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები. 

ცნობისთვის, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა. დაშავებულია 7 ადამიანი, აქედან ერთი 8 თვის ბავშვია.