ჯანდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შემდეგ

14:21 04-07-2019
19

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, თბილისში, დიდ დიდომშინმომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
მინისტრის თქმით, შემთხვევას შედეგად 8 ადამიანია დაშავებული.

“აფეთქების შედეგად 8 ადამიანმა მიიღო დაზიანება. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 2 პაციენტია საყურადღებო, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. თუმცა მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებიდან გაეწიათ. ისინი სხვადასხვა კლინიკაშია არიან განაწილებულები და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე