დიღმის მასივში აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა

13:45 04-07-2019
306

დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც პრაიმტაიმს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში რვა ადამიანია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, დაშავებულთა შორის 7 თვის ბავშვიცაა.

დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.