საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12:37 04-07-2019
8361

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:27 საათზე, დედოფლისწყაროსთან მოხდა 4.5 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა. 

შემთხვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.