სანდრა რულოვსს ხვალ ზუგდიდის მეორბის კანდიდატად განსხვავებული ფორმატით წარადგენენ

22:30 04-06-2019
837

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდელი ამომრჩევლების წინაშე სულ სხვა ფორმატით წარდგება. ამის შესახებ პრაიმტაიმს პარტიის გენერალურმა მდივანმა კობა ნაყოფიამ განუცხადა.


ქალბატონმა სანდრამ გადაწყვიტა ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე წარდგეს ზუგდიდელი ამომრჩევლების წინაშე. მისი თქმით, ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებულია, ზეიმი ზედმეტია. წარდგენა მოხდება ხვალ საღამოს, სულ სხვა ფორმატით - განუცხადა პრაიმტაიმს ნაყოფიამ.

თუ რა ფორმატით მოხდება წარდგენა ნაყოფიას არ დაუკონკრეტებია. პრაიმტაიმისინფორმაციით, სანდრა რულოვსი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით წარდგება.

ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. დღეს კი მმართველი პარტიის ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატად, ზუგდიდელებს ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ გიორგი შენგელია წარუდგინეს.

 

ავტორი: თეა შონია