სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას ითხოვს

22:19 04-06-2019
127

სალომე ზურაბიშვილის პორტრეტი ლურჯი პიჯაკით - საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში აკრედიტებულ დიპლომატებს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

წერილი დიპლომატების ელექტრონულ ფოსტაზე ფოტოსთან ერთად გაიგზავნა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოგვიანებით გაარკვიეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფოტო, ოფიციალური დოკუმენტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა და პრესსამსახურმაც საუკეთესო შეარჩია.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ლურჯი პიჯაკი ქართული ოცნების პარტიულ ფერთან კავშირში არ არის და არაფერი იციან იმის შესახებ, რა მითითება გაგზავნა ზალკალიანის უწყებამ, ფოტოსთან ერთად, ქართულ დიპლომატიურ უწყებებში.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მსგავსი მოთხოვნა საელჩოებში არ გაგზავნილა.

რუსთავის2-ის წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა დიპლომატიური მისიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა.