აშშ-მ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა

21:48 04-06-2019
25

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს, ფატუ ბენსუდას, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, აშშ–ის პასუხია ბენსუდას გამოძიებისადმი, რომელიც ავღანეთში ამერიკული ძალების მიერ ომის შესაძლო დანაშაულების ჩადენას ეხება.

ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ამბობდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო “არალეგიტიმური” ორგანოა და აშშ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.

აშშ–ს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ფატუ ბენსუდას ოფისი, რომელიც ამბობს, რომ გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას “შიშისა და მიკერძოების” გარეშე.

სწორედ ICC-ის პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბესნუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.