"მოგვეცით არსებობის უფლება" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

18:52 04-06-2019
18

„მე ვერ განვიკურნები ჯარიმებით - საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებმა გამართეს. 

 „ჯერ კიდევ ქვეყანაში მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სახით. საპატიმრო დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით ფლობისთვის  სასჯელს იხდიან ადამიანები. მათ ეკისრებათ მაღალი ჯარიმები, რითაც მძიმდება ოჯახებისა და გარკვეულწილად  მთლიანად საზოგადოების სოციო ეკონომიკური პირობები, - აცხადებენ ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც მანქანის მართვისას ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ზემოაღნიშნული რეგულაციები შსს-ს ოფიციალური განცხადებით ეხება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულ პირებსაც, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის უმთავრეს დანიშნულებას - ნარკოტიკების მომხმარებლების საზოგადოებაში რესოციალიზაციას.  შესაბამისად მკურნალობაში ჩართულ ადამიანებს უსპობს დასაქმების შესაძლებლობას, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.