ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713874126

თუკი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან - ლევან ნიკოლეიშვილი

„რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო,  ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ“,-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებების შესახებ.„რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო,  ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ,  უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ-ქვეყანაც ასახელონ და გულშემატკივარიც გაახარონ. ახლა კი  დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან,  საქართველოს მოქალაქეობას კი რის საფუსურად ტოვებენ?!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713874032

გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში - ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ.„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713873955

მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ - ირაკლი კობახიძე

როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად  არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ„როდესაც საუბარია  კონკრეტული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე, რომ რატომ ვერ დაარწმუნეთ. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმას, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ უნდა გაეხადათ ფინანსები გამჭვირვალე. არ უნდათ დაფინანსების გამჭვირვალობა, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის, ეს არის რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ეს განცხადებები. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. წელიწადში ერთხელ ენჯეო წარადგენს დეკლარაციას, იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ინფორმირებული დაფინანსების წყაროს, მიზნების და ხარჯვის თაობაზე. აქ არ შეიძლება არსებობდეს არგუმენტი. როდესაც ასეთ პირობებში მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენ არ გვინდა, რტომ ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რომელიც ვითარდებოდა 2020, 2021 და 2022 წლებში. მაშინ გახსოვთ, ორი ყოფილი ელჩი ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში ენჯეოები.  იყო სხვა პროცესები, არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელიც არიან ჩართული ენჯეოები, მათ შორის ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით. პირდაპირ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები ამაში ჩართულები. ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს. როდესაც ხორციელდება დაფინანსება, დაფინანსების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა, მიმართულია პოზიტიურ აქტივობებზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართულია არასწორი მიზნებისკენ მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არის არასწორი გავლენა. და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713873711

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას - ირაკლი კობახიძე

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ენჯეოების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოება იყოს ინფორმირებული.„ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული, შესაბამისად, ეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია  ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი 2020-2021-2022 წლებში. ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა, მით უმეტეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერავინ, ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

საზოგადოება 1713873170

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე მესხს, წარმატება უსურვა და სამინისტროს სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, კლინიკის გუნდთან ერთად, აქტიურად იმუშავებს.ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.