რუსთავში ბუნებრივი აირით მამა და ორი შვილი მოიწამლა

17:38 04-06-2019
124

რუსთავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოკსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. მოიწამლა 3 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შემთხვევა დღეს, მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ინტოქსიკაცია მამას და ორ შვილს ქონდა მიღებული. მათგან ერთი 5 თვის და მეორე 3 წლამდე ასაკის ბავშვია.

მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებს მკურნალობა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში  ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დროისთვის უკვე სახლშია გაწერილი და მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება დაწყებულია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში ერთი დღის წინაც მოხდა. გუშინ გაჟონვის შედეგად ორი ქალი და ორი მცირეწლოვანი მოიწამლა. ოთხივე მათგანი კლინიკიდან გუშინ გაწერეს.