ეს ოჯახი ჩემი ახლობელია და ადამიანურად განვიცდი ტრაგედიას - მერობის კანდიდატი კერზაიას საქმეზე

16:05 04-06-2019
116

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ქალაქის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. 

„ძალიან ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ოჯახი ჩემი ახლობელია და ადამიანურად განვიცდი ამ ტრაგედიას. როგორც მოქალაქეს, შეიძლება კითხვებიც მქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ამ არჩევნებზე ვიმუშავებთ ხალხთან ურთიერთობის პრინციპით და მათი მხარდაჭერით“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დღეს ზუგდიდში მმართველი პარტიის ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინეს.

ავტორი:თეა შონია