3 გარდაცვლილი და 19 დაშავებული - მორიგი ტერაქტი ავღანეთში

12:49 04-06-2019
103

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში მორიგი ტერაქტი განხორციელდა. 

"როიტერის" ინფორმაციით, ქალაქში ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. დაჭრილია 8 სამართალდამცავი. ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს ტერორისტებმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.