დავით ჭიჭინაძე- გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სხდომაზე

19:09 04-05-2019
13

გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სხდომაზე - ამის შესახებ პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლისას გნაცხდა. 

დავით იმნაძემ სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. 

„სამი-ოთხი საათის განმავლობაში ადამიანს კითხვებს ვუსვამთ, შეზღუდულ დროში ვცდილობთ მოსახლეობის კითხვების მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში საზრიანთა კლუბში კაპიტნების შეჯიბრი რომ არის, შეიკრიბებიან ერთ წუთში სათათბიროში და რაღაც პასუხები უნდა გასცენ, ისე დადგებიან, მერე გამოვლენ და აქ ხუმრობისთვის არიან მოსულები მგონი. ნახევარ კითხვებს პასუხს არ სცემენ, ნახევარს როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ ისე წყვეტენ. მე მქონდა კონკრეტული კითხვა, რომელიც მოსახლეობას ძალიან ადარდებს და პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ რა ქმედებაზე უნდა გადავიდეთ? შეფასება ამათ არ აქვთ, ორიანი რომ დავუწეროთ. გამოდის, რომ ისევ და ისევ გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვამთავრებთ ამ ჩვენს სხდომებს მხიარულად. მერე იძახით, რომ მაგარი ეფექტური სხდომები გვაქვსო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ.