მიკ ჯაგერს გულზე ოპერაცია გაუკეთეს

10:20 04-05-2019
9

The Rolling Stones-ის სოლისტს, მიკ ჯაგერს გულზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.  ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ინფორმაციას Billboard-ი ავრცელებს.

ახლა 75 წლის მომღერალი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციას გადის. მას რამდენიმე დღეში გამოწერენ.