Exclusive გასუქებული დუტა წყვილებზე 24 ათას ლარს ათამაშებს - „მსგავსი შოუ ჯერ არ წამიყვანია“

08:35 04-03-2019
1407

 ერთ წლიანი პაუზის შემდეგ დუტა სხირტლაძე ისევ ინტელექტუალური შოუს წამყვანად გვევლინება. აპრილის შუა რიცხვებში „იმედის“ ეთერში ინტელექტუალური, შემეცნებითი, გასართობი და სახალხო  შოუ „უპასუხე საქართველოს“ იწყება. ეს სიახლე ექსკლუზიურად შოუს წამყვანმა, დუტამ გაუმხილა „პრაიმტაიმს“

გადაცემაში - როგორც კითხვის დასმა, ასევე პასუხების გაცემა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ცნობილს თუ არა ცნობილს. კითხვებზე პასუხების გაცემაში ორი წყვილი ეჯიბრება ერთმანეთს, მათგან მეორე ტურში გამარჯვებული წყვილი გადადის. წყვილები პასუხობენ პირველ ეტაპზე 2-2 შეკითხვას, პირველი ეტაპის ქვე ეტაპზეც ორ-ორს, მესამეზე - ხუთს. წყვილებს აქვს დახმარებები.

კითხვებს გზავნის ნებისმიერი მსურველი. შეკითხვები გადაცემის რედაქტორისგან შეფასდება - ენიჭება კატეგორია, რამდენ ლარიანი შეკითხვაა და იმის მიხედვით ვიდეო სახით ჩაიწერება. კითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში ფულს იგებს მოთამაშე წყვილი, არასწორის შემთხვევაში - კითხვის ავტორი. შეკითხვებს თავისი პროფესიის პროფესიონალები სვამენ.

გამარჯვებული წყვილის მაქსიმუმი მოსაგები თანხა 24 ათასი ლარია. 

გადაცემის პროდიუსერია ეკა ნაცვლიშვილი, რეჟისორი - ზურა ფანქველაშვილი. გადაცემის გასვლის დღე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. „პრაიმტაიმის“ შეკითხვებს დუტა პასუხობს.

- დუტა, ამ ტიპის ინტელექტუალური შოუების წაყვანის დიდი გამოცდილება გაქვს. როგორ ემზადები?

- რთული იქნება. აქ ორ წყვილს შორის ვდგავარ და მანიპულირებების საშუალება არ მექნება. ვერც კითხვაზე დავეხმარები და ვერც დავაბნევ, რადგანაც გამოვა, რომ სხვას ვეხმარები. 

- ანუ დამუხრუჭებული იქნები.

- დამუხრუჭებული ვიქნები. როგორ გამოვძვრები მაგ სიტუაციიდან, არ ვიცი. ახლა რეპეტიციები გვაქვს. 

- მოგენატრა ამ ტიპის გადაცემის წაყვანა?

- რა თქმა უნდა. საინტერესოა. მსგავსი ჯერ არ წამიყვანია. 

აქვს ამ შოუს მსგავსი ანალოგი?

- რაღაცას გავს. ინტელექტუალური შოუები ყველა ერთმანეთს გავს. პატარა წესებშია სხვაობები. 

- პოპულარობით ისარგებლებს, როგორ იწინასწარმეტყველებ?

- უკვე ძალიან დიდი აქტიურობაა რეგისტრაციაში, გინდა თამაშის მსურველთა მხრიდან, გინდა კითხვების დამსმელთა მხრიდან. 

ახალი იმიჯით გიხილავთ? პერიოდულად იცვლი ხოლმე იმიჯს.  ან ბლანჟე ხომ არ გაქვს, ხომ არ გახდი?

- ბლანჟე მაქვს და გავსუქდი (იცინის). 

- რამდენი მოიმატე?

- არ ვიცი, არ ვიწონები. 

- თუმცა გრძნობ, რომ მოიმატე.

- მა რა? 

 

ავტორი: თამარ გონგაძე