ქუთაისში ძლიერი ქარის გამო ქუთაისი-რიგას მიმართულებით რეისი ვერ სრულდება

13:18 03-31-2019
78

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ქუთაისი –რიგას მიმართულებით დანიშნული ფრენა ამ დრომდე არ შესრულებულა. როგორც აეროპორტში აცხადებენ, ავიარეისის პილოტი ძლიერი ქარის გამო, მგზრავრთა გადაყვანაზე უარს აცხადებს. ფრენა გაუკრვეველი დროით გადაიდო.

მგზავრები ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასამუშაო დღის გამო აეროპორტში პასუხუმგებელი პირი არაა.

ქარმა პრობლემები რიგა– ქუთაისის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავის მგზვარებსაც შეუქმნა.

ორ საათზე მეტია მგზავრებს ბარგს არ ძლევენ, რადგან პოლოტის გადაწყვეტილებით, საბარგულის კარი არ იღება.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე