ზუგდიდში მამაკაცმა სასიძო დაჭრა

13:16 03-31-2019
1414

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. პრაიმტაიმის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანილი მამაკაცი სასიმამრომ დაჭრა.

კლინიკის მენეჯერის, სულხან ორჟონიას თქმით, მას აღენიშნება მარჯვენა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ზედაპირული ჭრილობა. უტარდება შესაბამისი კვლევები.

გავრცელებული ინფორმაციით, ი.მ.ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

ზუგდიდში დაჭრის ფაქტზე გამოძიება სსკ 118-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თეა შონია