საფრანგეთში დელფინების სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა (ვიდეო)

19:02 03-30-2019
32

საფრანგეთში დელფინების სიკვდილიანობის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, მხოლოდ წლის დასაწყისში ზღვამ სანაპიროზე 1100 ძუძუმწოვარი გამოირიყა.

ექსპერტების განმარტებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ასეთი მასშტაბური სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. საფრანგეთის გარემოს დაცვის დეპარტამენტში ამ ფაქტს გახშირებულ უკანონო თევზაობას უკავშირებენ. მათივე განცხადებით, დელფინების უმეტესობა მეთევზეების ბადეებში მიღებული დაზიანებების შედეგად კვდება.

საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს წლის ბოლომდე დაამონტაჟოს სპეციალური ხმის მოწყობილობები, რომლებიც დელფინებს სახიფათო ზონიდან დააფრთხობს.