დემნა გვასალია ბელა ჰადიდის ბრწყინვალე ჩვენებას პარიზის მოდის კვირეულზე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

17:27 03-28-2019
332

22 წლის ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი, რამდენიმე დღის წინ, პარიზის მოდის კვირეულზე პოზირებდა, ამერიკული Vogue-ის ყდაზე მოხვდა!

ჟურნალის გადაღებისთვის სუპერმოდელმა არაერთი თვალისმომჭრელი სამოსი მოიხდინა, რომლის კადრებიც გამოცემის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლშია დაფიქსირებული. ჰადიდი, ოდრი ჰეპბერნის Givenchy-ის ბრენდის წითელი კაბის მსგავს სამოსში და წითელ შლიაპაში პოზირებდა, რომლიც ჰეპბერნს, 1956 წელს გადაღებული ფილმში Funny Face ეცვა.  

ჩვენებაზე მოდელმა სხვადასხვა ფერისა და სტილის სამოსი მოირგო, სტილისტებმა კი განსხვავებული ვარცხნილობები და მაკიაჟი შეუხამეს.

სოციალურ ქსელში, ვრცელდება  Vogue-ისთვის გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც მოდელის თაყვანისმცემლების დიდ მოწონებას იმსახურებს.

Demna Gvasalia Daily-ის ფეისბუქ გვერდზე,  Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი დემნა გვასალია, ბელა ჰადიდის ვიდეოს აქვეყნებს და მოდელს მიმართავს:

ბელას დემნასგან: არასოდეს გიგრძვნიათ თავი უფრო ბრწყინვალედ, უფრო უსაფრთხოდ და უფრო სრულყოფილად - წერს დემნა.  

ვიდეორგოლში დაფიქსირებულია გადაღების პროცესი, სადაც მოდელი ბრწყინვალედ გამოიყურება და ფოტოსესიის დროს კიდეც ერთობა.  

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო:

 .

  



ავტორი: რუსა ღვანიძე