საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

01:55 03-27-2019
98

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1-0 დამარცხდა.

"ავივა სთედიუმზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით ჰურიჰანმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რადმენიმე რეალური მომენტი შექმნეს. პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანა ვაკო გვილიას შეეძლო, რომლის დარტყმულიც მასპინძელთა მეკარემ მოიგერია. მეორე ნახევარში ჯაბა კანკავამ შორიდან გაისროლა, თუმცა ირლანდიელები გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა.

ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი შესარჩევი ციკლის D ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს და ბურთების შეფარდება 0:3-ზე აქვს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 7 ივნისს, "დინამო არენაზე" გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავენ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე