მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

23:15 03-26-2019
1211

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ნოდარ მგალობლიშვილის შვილმა დაწერა.

ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წლიდან ის, ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. 

ნოდარ  მგალობლიშვილი რუსთაველის თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის ფსკერზე, ჰენრიკ იბსენის მოჩვენება. ასევე, ლეო ქიაჩელის ჰაკი აძბა, იაგოს როლი უილიამ შექსპირის ოტელოში, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებში. 

ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის სიყვარულის ფორმულაში გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის ზღვის მაშვრალში, ზაზა ილურიძის ანთიმოზ ივერიელში, რუსულ ტელესერიალში სახელად ბარონი და სხვ.