შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან ერთ ლარს ითხოვს

18:34 03-26-2019
41

თბილისის საქალაქო სასამართლოში შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ღირსების შემლახავი განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის სიმბოლურ თანხას, 1 ლარს ითხოვს.

როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა მას ჯაშუში უწოდა. ის ივანიშვილის პროცესზე დასწრებას მოითხოვს.