ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

სალტანტა

საზოგადოება 1713988308

VIDEO: სასტიკად მოკლული ქალის კადრები ქორწილიდან, რომელიც დათო ხუჯაძის სიმღერაზე ცეკვავს - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის და მისი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას მორიგი კადრები გავრცელდა. ფრაგმენტში, რომელიც ქორწილშია გადაღებული და წყვილი ცეკვავს, ჩანს დათო ხუჯაძე, რომელიც იმ დღეს მღეროდა.სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული. ნახეთ კადრები ↓    @plastink01 Боже мой какая она красивая 💔 #салтанатнукенова #россия #заСалтанат #новостисегодня #бишимбаев #суд ♬ оригинальный звук - 𝘙𝘦𝘢𝘭𝘯𝘢𝘺𝘢 𝘻𝘩𝘪𝘻𝘯 🌍    

ანი ყიფშიძე

ტაბლოიდი 1713987674

„სტატისტიკის მიხედვით, ერთ კაცზე 16 ახურებული ქალი მოდის...“ - ანი ყიფშიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ანი ყიფშიძეს საყვარელმა ადამიანმა გული გაუტეხა.„ძალიან ემოციური და სევდიანი ვარ, რადგან ჩემი საყვარელი ადამიანი, პროექტის გარეთ მაბრაზებს. რატომ ხდება ყველაფერი მაინც და მაინც ჩემს ცხოვრებაში, მარტო მე მერგო წილად ეს ყველაფერი. არ ვარ მოღალატე ადამიანი და მე რატომ მღალატობენ 5 წუთიანი სიამოვნების გამო. რატომ ხდება ჩემს გარშემო ეს სიბინძურე. რატო? ხო შეიძლება, რომ ვუყვარდე ადამიანს ისეთი როგორიც ვარ და უბრალოდ არ მიღალატოს, არ განმკითხოს, არ მომიგონოს შარები. გავიგე, რომ სტატისტიკის მიხედვით, ერთ კაცზე 16 ახურებული ქალი მოდის, მარა რატომ მაინც და მაინც იმ კაცზე, რომელსაც მე ვეტრფი. აღარც ტრფობა არ არსებობს და არც სიყვარული...“, - ამბობს ანი ყიფშიძე.

უკრაინნული ფული

საზოგადოება 1713987349

სიახლე, რომელიც მაისიდან ამოქმედდება და 20 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეხება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც.პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.წყარო

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713986940

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიმოუსმინეთ საკუთარ გულის ხმას, ინტუიცია გიკარნახებთ რა გზით უნდა იაროთ, რათა მიიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მთავარია, მკაფიოდ გაარჩიოთ თეთრი შავისგან და არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.კუროდაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ თქვენი ქმედებები. შესაძლოა, იმაზე მეტს ითხოვდეთ სხვებისგან, ვიდრე ისინი ვალდებულები არიან, თავად კი არაფრის დათმობა არ გინდათ. დაიცავით ბალანსი და ზომიერება.ტყუპებიყოველდღიურად ძლიერდება თქვენი რწმენა მომავლის მიმართ და იზრდება თავდაჯერებულობა. პერსპექტიული სიახლეები გელოდებათ საქმიან სფეროში და სასიყვარულო ურთიერთობებში.კირჩხიბიმიაყურადღეთ სამყაროს ხმას და მინიშნებებს, ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რათა უმოქმედობით არ დაკარგოთ ფორტუნას მიერ ბოძებული შანსები. მეტად ენდეთ სამყაროს.ლომიმოულოდნელ წარმატებას და აღმასვლას თან უნდა ახლავდეს დიდი პასუხისმგებლობაც. საზოგადოების წინაშე ხმაურიანი და კაშკაშა გამოჩენა თქვენი შინაგანი სამყაროს და ემოციური რესურსების გარდასახვას მოიტანს.ქალწულისიტუაცია მოითხოვს, სხვა კუთხით შეხედოთ მოვლენებს და შეამციროთ თქვენი პრეტენზიები და მოთხოვნები. შეცვალეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ ხედვა და აღქმა, განსაზღვრეთ სამომავლო პრიორიტეტები და ღირებულებები.სასწორინუ დაუპირისპირდებით მათ, ვინც დიდ გავლენას ახდენს თქვენს მომავალ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია, ყველაფერი მოახერხოთ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით, რომელიც შესაძლოა არ იყოს მოსაწონი სხვებისთვის.მორიელიპრობლემა არის იმაში, რომ თავადაც არ ხართ გარკვეული რა აირჩიოთ, რადგან ყველა შესაძლო ვარიანტი საინტერესო და მისაღებია. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გაირკვევა, იფიქრეთ და იმოქმედეთ.მშვილდოსანიდღევანდელი მატერიალური სარგებლით შესაძლოა, ძალიან კმაყოფილი დარჩეთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. იქნებ სხვა ღირებულებებზე, სხვა სიმაღლეებზე გეფიქრათ.თხის რქადამშვიდდით და განსაზღვრეთ ის თავდაპირველი იდეა, რომელმაც ძალა მოგცათ სამოქმედოდ, გაჰყევით ამ იდეას, როგორც მომავლის ნათელ სხივს და არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი.მერწყულიურთიერთსაწინააღდეგო ემოციების - შიშის და თავდაჯერებულობის ერთდროულად შემოტევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენი გეგმების განხორციელებას, რა გზას დაადგებით ახლა? სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოსალოდნელი გამარჯვება ან მარცხი.თევზებიგაუბედაობით ბევრს წააგებთ. საჭიროა, წერტილი დაუსვათ ეჭვებს და სწრაფად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. ნურც მცირეოდენი დანაკარგები შეგაშინებთ. სიახლეებს თავისი ადგილი და სივრცე სჭირდება.

იმედა კახიანი

პოლიტიკა 1713986780

VIDEO: მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... - იმედა კახიანი

„მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... ასე საქართველო არ მოსულა აქამდე...“ - ამის შესახებ იმედა კახიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „როგორ უნდა ვუთხრა რომელიმე ახალგაზრდას, რომ შენ ხარ გამყიდველი, ამას ვერ ვეტყვი. მე შეიძლება მამა-შვილურად დაველაპარაკო და ვუთხრა, რაც მე მისწავლია ჩემი წინაპრებისგან, რაც მე ვიცი ჩემი ხალხისგან, კულტურისგან...“ - განაცხადა იმედა კახიანმა.