ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა! - ხაბიბ ნურმაგომედოვი მაკგრეგორის წასვლას გამოეხმაურა

17:10 03-26-2019
196

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში კონორ მაკგრეგორის წასვლას გამოეხმაურა:

„ჯუნგლებში მხოლოდ ერთს შეუძლია იყოს მეფე“ - აცხადებს ხაბიბი ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.

კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ დღეს, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა:

„გამარჯობა მეგობრებო, სასწრაფო განცხადება: გადავწყვიტე წავიდე სპორტიდან, რომელიც ფორმალურად ცნობილია როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნება. ყველა ჩემს ძველ კოლეგას ვუსურვებ წარმატებას შეჯიბრებებში. ახლა უკვე ჩემს ყოფილ პარტიორებს შევუერთდები წარმოებაში, უკვე როგორც პენსიაზე გასული. პინაკოლადა ჩემზე იყოს“

ირლანდიელმა სპორტსმენმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2018 წლის 6 ოქტომბერს, სწორედ ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართა და მეოთხე რაუნდში დამარცხდა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე