ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მამაკაცებისთვის

16:44 03-26-2019
762

მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა ადამიანებზე ჩატარებული პირველი ცდები წარმატებით  გაიარა. ამის შესახებ ანგარიში  „ენდოკრინის საზოგადოების“ ყოველწლიურ სამედიცინო კონფერენციაზე მოისმინეს.

აბი, რომელიც დღეში ერთხელ მიიღება, ისეთ ჰორმონს შეიცავს, რომელიც მამაკაცის ორგანიზმში  სპერმის გამომუშავებას აჩერებს.

ამჟამად მამაკაცებისთვის კონტრაცეფციის მხოლოდ 2 სახეობა არსებობს: პრეზერვატივი და ვაზექტომია.

თუმცა, მამაკაცებისთვის შექმნილ ჩასახვის აბებზე მომუშავე მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ კონტრაცეფციის ეს სახეობა ბაზარზე სავარაუდოდ 10 წელში გამოვა.

აბებზე ამერიკული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის LA BioMed  და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები მუშაობენ.

აბმა უსაფრთხოების შემოწმება უკვე გაიარა 40 მამაკაცზე.

ავტორი: მარიამ გიგანი