„ვაკოწიწებ გუნდს, ფიქრისთვის სამი კვირა გაქვთ, თუ გნებავთ მტრედს გამოატანეთ წერილი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

16:41 03-26-2019
510

ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური გუნდის შეკრება დაიწყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში ჩვეული იუმორით და სარკაზმით გაჯერებულ წერილს აქვეყნებს. პირველ რიგში ყვება, რომ დღეს „განწმენდის“ დღე ქონდა და ბევრი მეგობარი წაშალა, შემდეგ კი ახალი გუნდის პოტენციური წევრებისთვის კრიტერიუმის ჩამონათვალს და ინსტრუქციას აქვეყნებს.

მეტწილად უპირატესობას მივანიჭებ შუაშისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაღვიძებულებივით იზმორებიან. ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და უნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და .. უდავოა, რომ ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა. მოკლედ, ვაკოწიწებ გუნდს, რომელმაც ქვეყანას ცვლილება უნდა მოუტანოს. არ ვაპირებ პოლიტიკისათვის დამახასიათებელი კლიშეებით და სტერეოტიპებით ადამიანების შერჩევას ანუ აუცილებელი არაა პოლიტიკოსი იყო ან ერკვეოდე მასში. ისიც კარგად მესმის, რომ დიმიტრი გელოვანის პოვნა შეუძლებელია. მოკლედ და კონკრეტულად, ვისაც ქვეყანა სტკივა კეთილი იყოს იმ ადამიანების მობრძანება. მერე არ დამიწყოთ ეს რატომ გყავს, ან ის რატომ გყავსო. თუ ცვლილება გინდათ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ და გელით - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

წერილს ორი „.“- აქვს. პირველი მათგანი, სადაც ოქრუაშვილი „კასპელი ფილოსოფოსის“ იდეას ეყრდნობა აქტიური ქალების გულის მოგებას ემსახურება. „იმ კასპელი ფილოსოფოსის არ იყოს, მეც ერთ ცხოვრებისეულ დასკვნამდე მივედი. კაცები, როგორც წესი, პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, არაფრისმაქნისები არიან. ამიტომ, განსაკუთრებით კეთილი იყოს შემტევი, ჭკვიანი, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი, ცნობადი და არაცნობადი ქალების მობრძანება.

ბოლოს ირაკლი ოქრუაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ, მათ შორის თუ სურვილი აქვთ წერილი მტრედს გაატანონ და ფიქრისთვის 3 კვირას აძლევს. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი