Exclusive რეზი ხოფერიამ ჯოკერში წააგო, გაიხადა და მესამედ იქორწინა (ვიდეო)

14:03 03-26-2019
8870

პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას უფროსმა ვაჟმა, რეზი ხოფერიამ მესამედ იქორწინა. 34 წლის რეზის რჩეული ამჯერად ნათია ფარულავაა. რეზის ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ნათიას - ერთი. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. მერე იყო მეგობრობა და ორ თვიანი სიყვარულის ისტორია. არაფერი დაუგეგმავთ, არც ახლა შეცვლილა რამეო, ამბობენ.  ხელი 25 მარტს, ორშაბათს მოაწერეს და კაფეში ჩაის დასალევად წავიდნენ. ნათიას მეჯვარე მსახიობი რუსკა მაყაშვილია. როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, ყველაფერი კარტის თამაშით დაწყებულა. „ჯოკრის სათამაშოდ წავედით და ყველაფერი აქედან დაიწყო“ - სიყვარულის ისტორიას იხსენებს ნათია. შედეგად, ჯოკერში წაგებულ რეზის გახდა მოუწია. 

ნათია ფარულავა: - გახდაზე ვთამაშობდით. რეზიმ გაიხადა და რომ დავინახე, მაშინვე შემიყვარდა (იცინის). უცებ, სპონტანურად გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა, რომ მერე აღგვენიშნა. იუსტიციის სახლში წავედით, ხელი მოვაწერეთ და ამ დროს ჩაირთო მენდელსონის მარში. რეზის სიურპრიზად წამოუღია დინამიკი და მარში ჩართო... ტაში დაგვიკრეს. მერე ჩაის დასალევად კაფე „გალერიში“ წავედით. სრულიად უცნობმა ადამიანებმა გადაგვიხადეს ქორწილი. იქედან კი წავედით „ქენდიში“, შემოგვიერთდნენ ჩვენი შვილები და გავერთეთ. რეზის 16 წლის შვილმა დიჯეი მოგვიყვანა, ჩემმა შვილმა ყვავილები მომართვა.

რეზი ხოფერია: - ძალით წამიყვანა, ხელს თუ არ მოვაწერთ, არაფერი გამოვაო.

ძალით წაყვანილმა მენდელსონის მარში თან როგორ იქონიე?

- შემთხვევით :))) ეს მენდელსონი „მხოდავს“, „მისწორდება“, ცოლის მოყვანა მინდება. მესამე ქორწინებაა და მტრისთვის იყოს ბოლო-მეთქი, ვამბობ. ხუმრობა იქით იყოს და - ნათია ჩემი ბავშვობის ძმაკაცის დეიდაშვილია. ერთმანეთს შევხვდით და ერთად ყოფნა მაგრად გაგვისწორდა. მას შემდეგ დღე არ გასულა, ერთად არ ვყოფილიყავით. ჩვენს გარშემო სულ უცნაურობებს ვგრძნობთ. სადაც მივდივართ, გარს სულ ხალხი გვეხვევა. პოზიტივია, დაახლოება უნდათ, ფეისბუქი გაივსო ახალი ნაცნობებით. ჩვენთან ერთად უნდათ გულაობა და რა ვიცი, ასე გულაობა-გულაობით მივდივართ.

- ხათუნა როგორ შეხვდა თქვენს ქორწინებას?

- კარგად.

- რძალ-დედამთილმა დამეგობრება მოასწრო?

- მე და ნათია ვმეგობრობთ. 

 



ავტორი: თამარ გონგაძე