გიორგი ვოლსკი თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას ეხმაურება

20:44 03-25-2019
286

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი თაბორის მთაზე მიმდინარე მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ბოლო პერიოდში საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა აგრესიული საინფორმაციო კამპანია თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტის წინააღმდეგ, მთავარი ლოზუნგით - ბიძინა ივანიშვილი ბუნებას ანადგურებს. რეალურად რა ხდება:
თაბორის ქედზე 400 000 (ოთხასი ათასი) კვადრატული მეტრის რეკრიაციული ზონა შენდება. მთლიანი ტერიტორიის 95%-ზე მეტი იქნება სრულად გამწვანებული, ამ სივრცეში მოეწყობა გოლფის მოედნები, ხელოვნური ტბა და ჩოგბურთის მოედნები.
2017 წლიდან დღევანდელ დღემდე დარგულია რვა ათასამდე ხე-მცენარე. ჯამში თაბორის ტერიტორიაზე თორმეტი ათასამდე ხე-მცენარე დაირგვება. ყველა ხეს აქვს თავისი ირიგაციის სისტემა. ხეების შესყიდვის ღირებულება შეადგენს რვაას ორმოცდაათი ათას .ლარს, დარგვასა და მოვლა-პატრონობისათვის გადახდილი თანხა შეადგენს ორას ათასამდე ლარს, ხოლო ხეების დასარგავად მიწის შესყიდვის თანხა ორასოციათას ლარს აჭარბებს. 
მთელი ეს ფართობი ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. რასაკვირველია ტურისტებიც ბევრნი იქნებიან, მათთვის 180 ნომრიანი სასტუმროა გათვალისწინებული, აქვე იქნება ორი საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დასრულდება 2020 წელს.
სამუშაოებს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს, ამჟამად ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტები ვითარდება ქ.თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 218 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდებულთა რაოდენობა 5000 ადამიანზე მეტია, დაახლოებით ამდენივე იქნება დასაქმებულთა რაოდენობა კომპლექსების ამოქმედების შემდეგ.-წერს ვოლსკი.