„ციხეში გამიკეთეს ნემსი და ინვალიდის ეტლში ჩამსვეს“ - ვინ არის შშმ პირი, რომელიც ზესტაფონის მერობის კანდიდატად წარადგინეს?

13:55 03-25-2019
1045

ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი (გიზო) გოგლიჩიძის კანდიდატურა წარადგინა. 

რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, მე აქ უბრალოდ ვერ ვიქნებოდი. მე ვიქნებოდი გარდაცვლილი. მე ვარ ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც ფაქტობრივად მიცვალებული გამოვედი 2012 წლის 20 ნოემბერს. მე 2016 წელსაც, 2018 წელსაც გამოვუცხადე მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. ეს იყო მხარდაჭერაც და მორალური პასუხისმგებლობაც იმისა, რაც მე და ჩემ ოჯახს იმ რეჟიმისაგან გვერგო. ეს ეტლიც, რომელშიც დღეს ვიმყოფები, არის იმ პიროვნებების სახე“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

width=600

მის წინააღმდეგ დევნა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც ლეიბორისტული პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მაშინ გიზო გოგლიჩიძეს შალვა ნათელაშვილთან ერთად ფულის გათეთრებას ედავებოდნენ, რომელიც თითქოსდა ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა, ანატოლი მოტკინმა ლეიბორისტებს ისრაელიდან გადმოურიცხათ.

საბოლოოდ ამ ბრალდებით დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან მისი დაკავების შემთხვევაში მერაბიშვილუწყებას სისხლის სამართრთლის პასუხისგებაში შალვა ნათელაშვილიც უნდა მიეცა, რაც გოგლიჩიძის თქმით, პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევდა. ამიტომაც ამ საქმეს სამართლებრივი გაგრძელება აღარ მოჰყოლია, თუმცა გიზო გოგლიჩიძე დაპატიმრებას მაინც ვერ გადაურჩა.

მის მიმართ დევნა 2011 წელს განახლდა. გოგლიჩიძის თქმით, სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილის ჯერ არშქმნილ პარტიასთან მისი შესაძლო კავშირების შსახებ იეჭვეს. მისი ინფორმაციით, საბედისწერო აღმოჩნდა ერთი სატელეფონო ზარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი დაუკავშირდა და პოლიტკურ პროცესებში ჩართვა შესთავაზა. ამის შმდეგ ის კუდის თვალთვალის ობიექტად იქცა, რაც საბოლოოდ მისი დაპატიმრებით დასრულდა. ციხიდან ინვალიდის ეტლით და პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. ეს უკვე 2012 წელს, ხელისუფლების ეცვლის შმდეგ მოხდა.

width=600

2008 წელს პირველად გავხდი პოლიტიკური დევნილი, თუმცა ე.წ. ფულის გათეთრების საქმე დახურეს. იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, რადგან ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს, ახალი საქმის შეკერვა 2011 წელს დაიწყო. მაშინ აღარ ვიყავი „ლეიბორისტულ პარტიაში“. ეს ის პერიოდია როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა პირველი განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. იყო საუბრები, რომ ივანიშვილის პოლიტკურ ძალასთან ერთად, უნდა ჩავრთულიყავი პროცესებში. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. სხვადასხვა რაიონიდან მირეკავდნენ კოორდინატორები და მეუბნებოდნენ, გაგკვეკეთებინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება და გავერთიანებულიყავით მის გუნდში. ეს ხდებოდა ოქტომბერში. 10 ნოემბერს კი დამაკავეს და ბრალი წამიყენეს საბუთების გაყალბების საბაბით. საბუთების, რომელთან შეხებაც კი არ მქონია“.

„რა პირობებში ვიხდიდი საჯელს? მე მგონი ხედავთ შედეგს. შეიძლება თქვენთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი ციხეში ყოფნის 95 პროცენტი ცემა იყო. წამება და ათასგვარი შურაცხყოფა. გამონაკლისი არ ვიყავი, მაგრამ როდესაც ძალის გამოყენებით დანაშაულის აღიარებას ვერ მიაღწიეს პრეპერატებზე გადავიდნენ. გამიკეთეს რაღაც ნემსი და შედეგად მივიღე ის, რომ 2012 წლის მაისში ინვალიდის ეტლში ჩამსვეს. არ მქონდა არავითარი მგრძნობელობა. დღემდე ამ ეტლში ვზივარ. შმოდიოდა გამომძიებელი და მეუბნებოდა, აქ დაამთავრებ სიცოცხლეს თუ არ აღიარებო. სასჯელაღსრულების სისტემისთვის ერთით მეტი მიცვალებული იქნება თუ ერთით ნაკლები, დიდი მნიშვნელობა არ აქვსო.

width=600

„როგორც გითხარით, ჩემი დაკავება დაემთვა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკაში. რამდენიმე დღთ ადრე მობილურ ტელეფონზე დამიკვშუირდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც გახლავთ ბატონი ბიძინას ახლო ნათესავი. მან მთხოვა შხვედრა. ვიცოდი, რაც მოყვებოდა ამ ზარს, ამიტომ კორექტულად უარი ვუთხარი. იმავე საღამოს უკვე ლეიბორისტების ჭიათურის კოორდინატორმა დამირეკა და მითხრა, რომ თუ ორგანიზებას გავუკეთებდი რამდენიმე რაინული ორგანიზაცია მზად იყო ივანიშვილისთვის მხარდაჭრა გამოეცხადებინა. მალევე შვნიშნე რომ „კუდი“ მყავდა და სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ მოვექეცი. დამიბარეს მოდულში და დავით ჩხატარაშვილის სახელით მათთან მეგობრობა შემომთავაზეს. მაშინ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მთხოვეს ეს შხვედრა არ გახმაურებულიყო და მეგობრობის სანაცვლოდ ყველანაირად შმიწყობდნენ ხელს. ამ შმოთავაზებაზე რომ ვერ დამითანხმეს შმდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ის შეთითხნილი ბრადებები.

სომხეთში მივდიოდი პირადი საქმისთვის, უკვე გადასული ვიყავი საკონტროლო გამშვებ პუნქტს, მაგრამ უკან მომაბრუნეს. დამადეს ხელბორკილები, დამაწერინეს, რომ თითქოს ჩემი ნებით ჩავბარდი მათ. დილის 5 საათზე მიმიყვანეს პროკურატურაში თითქოს ასევე საკუთარი ნებით გამოვცხადდი. შადგინეს დაკავების ოქმი და გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.